სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ნახეთ როგორ უნდა მოამზადოთ ფენოვანი ცომი მარგარინით

    ნახეთ როგორ უნდა მოამზადოთ ფენოვანი ცომი მარგარინით
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ინგრედიენტები

    მარგარინი - 500 გ
    ფქვილი - 600 გ
    კვერცხი - 1 ც
    ლიმონმჟავა
    მარილი - 1 ჩკ
    ზეთი - 2 სკ
    წყალი - 250 მლ

    მომზადების წესი


    ცივ წყალში გავხსნათ ლიმონმჟავა (დანის წვერით), დავუმატოთ კვერცხი, მარილი, ზეთი და ავთქვიფოთ. მასა ჩავასხათ 400 გ ფქვილში და მოვზილოთ საშუალო სიმკვრივის ცომი, დავაფაროთ ტილო და 15 წუთით დავდგათ. გახეხილი, ცივი მარგარინი და დარჩენილი ფქვილი ავურიოთ, მივცეთ გუნდის ფორმა. ცომის გუნდა ჯვარედინად გავსეროთ, კონვერტის ფორმით გავაბრტყელოთ - კიდეები მეტად, გული ნაკლებად. გულში ჩავუდოთ მარგარინისა და ფქვილის გუნდა, გადმოშლილი გვერდები გადავკეც-გადმოვკეცოთ, ფრთხილად გავაბრტყელოთ, მართკუთხედის ფორმა რომ მიიღოს და სამად გადავკეცოთ. ცელოფანში ჩადებული ცომი მაცივარში 15 წუთით გავაჩეროთ, შემდეგ ისევ გავაბრტყელოთ და 30 წუთით კვლავ მოვათავსოთ მაცივარში. კიდევ ორჯერ გავიმეოროთ ეს პროცედურა. ბოლო დამუშავებისას ცომი რულეტივით გადავახვიოთ და სველ ტილოში ან ცელოფანში სირთულე 6 სთ 1,5 ულუფა დრო 3 3 გახვეული მინიმუმ 4 საათით მოვათავსოთ მაცივარში. სასურველი რაოდენობის ცომი ჩამოვჭრათ, გავაბრტყელოთ, დავჭრათ სასურველი ზომისა და ფორმის ნაჭრებად, წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი, მოვაყაროთ შაქარი და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ.

    წყარო: გერმიელია.ჯი