სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • კორონავირუსი ჩინეთის სამხედრო ლაბორატორიაში განზრახ შეიქმნა? - ახალი დეტალები

    კორონავირუსი ჩინეთის სამხედრო ლაბორატორიაში განზრახ შეიქმნა? - ახალი დეტალები
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ერთ-ერთმა ჩინელმა ვირუსოლოგმა, რომელიც ამტკიცებს, რომ კორონავირუსი ჩინეთის სამხედრო ლაბორატორიაში განზრახ შეიქმნა, მოხსენება გამოაქვეყნა.

    ლი-მენგ იანი, რომელიც მეცნიერ მკვლევარი იყო ჰონგ-კონგის ჯანდაცვის საჯარო სკოლაში, აცხადებს, რომ ვირუსი გენეტიკური ნივთიერებისა და ორი ღამურის შერწყმის შედეგად შეიქმნა.

    როგორც ვირუსოლოგი აცხადებს, ლიერი ცილა- ვირუსის ზედაპირზე არსებული სტრუქტურა , რომელსაც უჯრედების ერთმანეთთან დასაკავშირებლად იყენებენ დაარედაქტირეს, რის შედეგადაც ირუსის ნაწილაკების ადამიანის უჯრედებთან მარტივი და სწრაფი დაკავშირება მოხდა.

    ვირუსოლოგმა ეს მოსაზრება ევროპის ატომური კვლევითი ცენტრის ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ის წერს, რომ ვირუსის შექმნას 6 თვე დასჭირდა და მას ლაბორატორიაში არსებული ღამურების ორგანიზმში სპეციალურად ინახავდნენ.

    როგორც ვირუსოლოგი ამბობს, თავიდან, როდესაც ამბობდა, რომ ეს ვირუსი ხელოვნურადაა შექმნილი მუქარის წერილები მიიღო, სადაც მას უთვლიდნენ, რომ იგი ამ ინფორმაციის გაჟღერების გამო შესაძლოა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილიყო.

    შედეგად, ლი-მენგ იანმა ჩინეთი დატოვა და ძიება ამერიკაში გააგრძელა. რასაკვირველია, მას შესაბამისი მტკიცებულებები არ გააჩნია, რის გამოც მის მოსაზრებას დღემდე არასერიოზულად აღიქვამენ.