სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ერთად ვცხოვრობდით, დღე არ გავიდოდა ერთმანეთის გარეშე" - აჩიკო ბერიძე ლევან კბილაშვილს ემშვიდობება

    "ერთად ვცხოვრობდით, დღე არ გავიდოდა ერთმანეთის გარეშე" - აჩიკო ბერიძე ლევან კბილაშვილს ემშვიდობება
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი ლევან კბილაშილის გარდაცვალებას გამოეხმაურა მისი კოლეგა, "ალილოს" წევრი,აჩიკო ბერიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

    "ერთად ვცხოვრობდით, დღე არ გავიდოდა ერთმანეთის გარეშე, ავყავდი თავის თიანეთში – სიონში და ბედნიერი იყო, რომ მმასპინძლობდა, მერე მე ბათუმში და ასე… ბევრს ვსწავლობდი მისგან, მსგავსი კეთილი არავინ მინახავს და ლევანისნაირი ერთგული კაცი არ შემხვედრია.

    მიხაროდა, რომ კარგად იყო და მღეროდა, სიმღერით ცხოვრობდა!

    მართლა ყველას უყვარდა და უხაროდა მასთან ერთად ყოფნა, დიდს თუ პატარას.

    ძალიან, ძალიან მომენატრები ძმაო."
    - წერს აჩიკო.