რუსეთ-უკრაინის ომი 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის ერთი წელი გადის უკვე, საოკუპაციო ძალები კი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. დღითიდღე იზრდება მსხვერპლი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 1 დეკემბრის ჩათვლით უკრაინაში 89 440 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორისაა კიდევ ერთი ქართველი.
ის ოცდამეშვიდეა, რომელიც რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა.
დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.