სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სტუ-ს საიუბილეო თარიღი UNESCO-ს ღირსშესანიშნავი თარიღების სიაშია

    სტუ-ს საიუბილეო თარიღი UNESCO-ს ღირსშესანიშნავი თარიღების სიაშია
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი უდი­დე­სი ტრა­დი­ცი­ის მქო­ნე სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრო­ფი­ლის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა სწავ­ლე­ბის, სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი და ინო­ვა­ცი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით, არა მარ­ტო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ მთლი­ა­ნად სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ა­ში.

    დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი: „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, წლების განმავლობაში, საგანმანათლებლო სფეროში თავი დაიმკვიდრა, როგორც საუკეთესო აკადემიური ტრადიციების მატარებელმა და ამავდროულად, ინოვატორმა მთავარმა საინჟინრო სკოლამ. ჩვენი უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს ხვდება, როგორც თანამედროვე, ავტორიტეტული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და მომავალზე ორიენტირებული საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუცია“.

    წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს 100 წე­ლი შე­უს­რულ­და.

    აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ UNESCO-მ უნი­ვერ­სი­ტე­ტის 100 წლის­თა­ვი ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­რი­ღე­ბის სი­ა­ში შე­ი­ტა­ნა.