ტაშკენტის "ფახთაქორში" მწვრთნელობისას Back of the Net-ზე შოთა არველაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა.
ჟურნალისტმა მას კითხვა კალაძის შესახებ დაუსვა და ასევე დაინტერესედა, აპირებს თუ არა შოთა პოლიტიკაში წასვლას.
"ჩემი თავი პოლიტიკაში არ წარმომიდგენია, კალაძეთი კი ნამდვილად ვამაყობ. მას ალბათ ბევრი მრჩეველი ჰყავს, თუმცა თავის საქმეს თავს შესანიშნავად ართმევს.
იცით, რა არის?! როდესაც საქართველოში ერთი პარტიის წარმომადგენელი ხარ მეორეს არ მოსწონხარ და კალაც ასეა.
ადამიანებს ჰგონიათ, რომ პოლიტიკოსებს არ აქვთ იმდენი ჭკუა ქვეყანა მართონ, მაგრამ ისინი ცდებიან. მაშინ როგორ ახერხებენ ამას ინჟინერები და მხატვრები?!", - აცხადებს არველაძე.