სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "აგრესორი რუსეთის ნებისმიერი სახის მხარდაჭერა მიუღებელია" - ლატვიაში რუსული ტელეკომპანია Дождь დააჯარიმეს

    "აგრესორი რუსეთის ნებისმიერი სახის მხარდაჭერა მიუღებელია" - ლატვიაში რუსული ტელეკომპანია Дождь დააჯარიმეს
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ რუსული ტელეკომპანია Дождь 10 000 ევროთი დააჯარიმა და კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

    საბჭოს თავმჯდომარე ივარს აბოლინშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დაასახელა და რუსეთის არმიას "ჩვენი არმია" უწოდა.

    ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსული ჯარების დანაშაულის ფონზე, "აგრესორი რუსეთის ნებისმიერი სახის მხარდაჭერა მიუღებელია"

    გავრცელებული ინფორმაციით, 1 დეკემბერს ტელეარხ Дождь-ის ეთერში გასულ საინფორმაციო გამოშვებაში "აქ და ახლა" გადაცემის მსვლელობისას მისმა წამყვანმა მაყურებელს შესთავაზა ფრონტზე მობილიზებული რუსი მოქალაქეების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და იმედი გამოთქვა, რომ არხი შეძლებდა დახმარებოდა რუსი ჯარისკაცებს "აღჭურვილობითა და ძირითადი კეთილმოწყობით"

    ტელეკომპანიამ აღნიშნული ჩანაწერი წაშალა და მაყურებელს ბოდიში მოუხადა, ჟურნალისტი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

    ცნობისთვის, 3 მძიმე დარღვევის გამო, საბჭოს უფლება აქვს გააუქმოს არხის მაუწყებლობის ლიცენზია. ეს შემთხვევა ბოლო თვეების განმავლობაში უკვე მეორე სერიოზული დარღვევაა.

    შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიამ მაუწყებლობა მარტში დროებით შეწყვიტა და მოგვიანებით რიგაში, ამსტერდამში, თბილისსა და პარიზში ახალი სტუდიების გახსნის შესახებ განაცხადა.