სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "პუტკუნა გოგოებო, დაიკელით წონაში...“ - ნახეთ რა რჩევას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

    "პუტკუნა გოგოებო, დაიკელით წონაში...“ - ნახეთ რა რჩევას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გიორგი ფხაკაძე, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი და პროფესორია, ერთ-ერთი კვლევის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ გრძელვადიანი კოვიდის რისკის ქვეშ ჭარბწონიანი ადამიანები უფრო არიან. ამიტომ ფხაკაძე ყველას ურჩევს, დაიკლონ წონაში.

    პროფესორი აღნიშნავს, "ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ გრძელი კოვიდის ერთ-ერთი რისკფაქტორი არის პუტკუნა გოგოები. ჩემო უსაყვარლესო გოგოებო, ზედმეტი კილოები ჩამოყარეთ, იმიტომ რომ გრძელი კოვიდის შემთხვევაში თქვენ უფრო ხართ რისკის ქვეშ, ვინც ხართ ჭარბწონიანები. გოგოებო, ყველამ დავიწყოთ წონაში დაკლება. ამოიღეთ ორი რაღაც. შაქარი და პური. დანარჩენი რაც გინდა ის ჭამეთ“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

    ის რჩევებსაც გასცემს თუ როგორ უნდა დაიკლონ გოგონებმა.

    "საშინელი დიეტები და რაღაცეები არ გინდათ, მარტივი, მშვიდი და ამოიღეთ შაქარი.ეცადეთ ბევრი საკვები არ ჭამოთ ერთდროულად. ძილისწინ არ უნდა ჭამოთ. და იარეთ ჩემო ძვირაფასებო, ნახევარი საათი, ორმოცი წუთი რომ იაროთ საუკეთო საშუალებაა, დაეხმარება თქვენს ორგანიზმს. ამას ხომ ფული არ უნდა?! შაქარი არ დავინახო თქვენს ჭიქაში. ამოიღეთ საერთოდ. და ბავშვებსაც ნუ აჭმევთ შაქარს." - აღნიშნავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი.