სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მზად ვარ ახლავე მივიღო სამსახურში 10-15 ადამიანი კვალიფიკაციის გარეშე, მაგრამ არავის არ უნდა

    მზად ვარ ახლავე მივიღო სამსახურში 10-15 ადამიანი კვალიფიკაციის გარეშე, მაგრამ არავის არ უნდა
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კომპანია კუმისის დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი "ბიემჯი"-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში მუშა ხელის ნაკლებობაა, მისი თქმით მზად არის ახლავე კვალიფიკაციის გარეშე მიიღოს კადრები და ხელფასი გადაუხადოს 1500-2000 ლარი, მაგრამ არავის სურს მუშობის დაწყება. ასევე დასძენს იმასაც რომის თვითოონ, ადგილზე შეასწავლის ყველა თანამშრომელს იმ საქმეს, რაც უნდა აკეთონ.
    "მზად ვარ ახლავე მივიღო სამსახურში 10-15 ადამიანი ყოველგვარი კვალიფიკაციის გარეშე, მაგრამ ვერავის ვპოულობ.
    მივიღებდი და მე თვითონ მოვამზადებდი ამ ადამიანებს, მაგრამ ფიზიკურად ვერავის ვპოულობ, არავის უნდა. ვერ ვხდები, როგორ შეიძლება ქვეყანაში იყოს უმუშევრობის პრობლემა, როცა მუშახელს ვერ შოულობ. ყველა ცდილობს უცხოეთში წავიდეს ან არ ვიცი, თავს არიდებს. ხელფასებიც დაბალი ნამდვილად არ არის. საშუალო კვალიფიკაციის მქონე ადამიანის ხელფასი საშუალოდ 1500-2000 ლარამდეა. შვეიცარიას, გერმანიას ან ამერიკას რომ გავუტოლდეთ ანაზღაურების თვალსაზრისით, ამის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს. ეს გაცემული ხელფასი ხომ საბოლოოდ პროდუქციის ღირებულებაზე ისახება."