ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2022 წლის დეტალური სტატისტიკა გამოქვეყნა. აღნიშნული აჩვენებს, რომ მაისში საქართველოში 319 796 ვიზიტი დაფიქსირდა. ეს ნაკადი წინა წელთან შედარებით 205%-ით არის გაზრდილი.
სტატისტიკის თანახმად, 60,184 ვიზიტორი თურქეთიდან, 51,561 კი რუსეთიდან შემოვიდა. ტურისტული ნაკადის ტოპ ათეული და წლიური ზრდა ასე ნაწილდება:
მაისში საქართველოს შემდეგი ქვეყნებიდან ესტუმრნენ:
1) თურქეთი 60 184 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 175%
2) რუსეთი 51 561 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 377%
3) სომხეთი 42 606 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 332%
4) საქართველო (არარეზიდენტი) 24 682 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 159%
5) ისრაელი 18 986 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 69%
6) უკრაინა 15 005 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 30%
7) აზერბაიჯანი 12 634 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 121%
8) ყაზახეთი 10 965 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 135%
9) ბელარუსი 9 780 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 316%
10) საუდის არაბეთი 8 559 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 1802%.