ტიტულოვანმა რუსმა მკლავჭიდელმა, ქართველი ჰალკის, ლევან საგინაშვილის შესახებ ისაუბრა.
"სპორტში პოლიტიკა არ უნდა არსებობდეს. უდიდეს პატივს ვცემ ქართველ ჰალკს, მას საოცარი ძალა აქვს და ნებისმიერი ტიტულის მოგება შეუძლია. ყველა ქართველი ჩემთვის ასევე პატივსაცემი ადამიანია", - ამბობს ციპლენკოვი.
შეგახსენებთ, რომ ლევან საგინაშვილმა კანადელი დევონ ლარატი 6-0 გაანადგურა.