მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი ავტომობილი გაყიდვაში ჩაეშვა და მისი ღირებულება საწყის ეტაპზე 260 000 აშშ დოლარი იქნება - ინფორმაციას ამის თაობაზე foxnews-ი ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, ავტომობილი მზის პანელებით იქნება აღჭურვილი, რაც მას საშუალებას მისცემს დღეში იმდენი ელექტროენერგია გამოიმუშავოს, რაც 70კმ-ის გასავლელად იქნება საკმარისი.
ავტომობილს, კომპანია Valmet-თან თანამშრომლობით, ფინეთი აწარმოებს.