ირანში შესაძლოა ჰიჯაბის ტარება სავალდებულო აღარ იყოს, ინფორმაციას theguardian-ი ავრცელებს და წერს, რომ ირანის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ჰიჯაბის ტარების სავალდებულო კანონს გადახედავენ.
მოგეხსენებათ, ირანში ჰიჯაბის ტარება 1979 წლის რევოლუციიდან მოყოლებული სავალდებულოა - ყველა ქალი ვალდებულია, საჯარო სივრცეებში თავსაბურავი ეხუროს და ეცვას ისეთ ტანისამოსი, რომელიც მის სხეულს სრულად დაფარავს.
ირანის მორალის პოლიციას კი ამ ყველაფრის კონტროლი ევალება - წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის დამრღვევ ქალებს ჯარიმა, დაკავება ან გაროზგვა ემუქრებათ.
მოგეხსენებათ, ირანში დღეს არასტაბილური სიტუაციაა - 22 წლის სუტდენტის, მაჰსა ამინის მკველობის შემდეგ, ირანის ქუჩებში ათასობით ქალი გამოვიდა და სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, ჰიჯაბებს წვავდნენ.
როგორც იწერება, კანონში შესატანი შესაძლო ცვლილების შესახებ საბოლოო პასუხი ორ კვირაში იქნება ცნობილი.