სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სავარაუდოდ 2 კაცი ნახეს ანძასთან" - რას ამბობს ავტობუსის მძღოლი ლევან კაჭარავას მკვლელობაზე

    "სავარაუდოდ 2 კაცი ნახეს ანძასთან" - რას ამბობს ავტობუსის მძღოლი ლევან კაჭარავას მკვლელობაზე
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეზე გამოძიების კითხვებს ავტობუსის მძღოლმა და მგზავრებმა უპასუხეს.

    "სავარაუდოდ 2 კაცი ნახეს ანძასთან, იქ, ბორცვზე გადადიოდნენო. რაც ვნახე, ჩვენება მივეცი. არამგონია სავარაუდო დამნაშავეები ავტობუსის კამერებს დაეფიქსირებინა, თუმცა ამოიღეს", - განაცხადა ავტობუსის მძღოლმა.

    სავარაუდოდ, ლევან კაჭარავას 20-ზე მეტი ტყვია ესროლეს.

    "შევესწარი იმას, რომ საცობი იყო და დაკეტილი გზა იყო. ერთ-ერთი მძღოლი იძახის რომ, სავარაუდოდ, სროლის ხმაც გაიგო... მე მეგონა ავარია და თურმე სროლა ყოფილაო. სხვა მე ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე დამკეტეს და ბაგებიდან აღარ გამომიშვეს, კრიმინალური პოლიცია მუშაობსო და დავიკეტე, დავრჩი იქ მთელი 4 საათი. რომ გაიხსნა მერე ამოვედი და აქედან წავედი პარკში. სადაც მკვლელობა მოხდა მანდ ტყეა, კამერა სად არის... მაღლივებს რომ ამოვცდებით, პირველივე მოსახვევშია," - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.