სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანია - Financial Times-ის განცხადება

    ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანია - Financial Times-ის განცხადება
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბრიტანულმა გაზეთ Financial Times-მა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა.

    გაზეთ Financial Times-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და გამძლეობის განსახიერება გახდა.

    გაზეთი უკრაინის პრეზიდენტს თავისი ყოველდღიური მიმართვებით მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილს ადარებს.

    ზელენსკი, Financial Times-ის აზრით, ჩერჩილს ჰგავს, რომელიც ომის დროს რადიოთი გამოვიდა თავისი ქვეყნის გასაერთიანებლად.

    „ზელენსკი სოციალურ მედიას იყენებს დაუღალავი კამპანიისთვის დასავლური სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებლად“, - წერს გაზეთი.

    ჟურნალისტები ასევე მიიჩნევენ, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება დარჩენილიყო კიევში ნაცვლად იმისა, რომ მიეღო აშშ-ის შეთავაზება ევაკუაციის შესახებ, ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რომელმაც შთააგონა უკრაინელი სამხედროები და ხალხი წინააღმდეგობის გასაწევად.