სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "უცებ, ვხედავ რომ კახი დგას ესე დოინჯით" - ნახეთ რა მოხდა ბათუმის ერთ-ერთ ბარში, სადაც სალომეს საქმიანი შეხვედრა ჰქონდა

    VIDEO: "უცებ, ვხედავ რომ კახი დგას ესე დოინჯით" - ნახეთ რა მოხდა ბათუმის ერთ-ერთ ბარში, სადაც სალომეს საქმიანი შეხვედრა ჰქონდა
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საზოგადოება აალაპარაკა პოპულარული წყვილის, სალომე კაპანაძისა და კახი მახარაძის, იგივე წუპაკას დაშორების ფაქტმა.

    წყვილს შორის უთანხმოება მალე სკანდალში გადაიზარდა. როგორც ირკვევა ჯერ კახი მახარაძემ გამოაქვეყნა სთორები სოციალურ ქსელში, რომლებიც სალომეს უკავშირდებოდა, შემდეგ კი სალომემ ჩაწერა სიმღერა ამავე ურთიერთობაზე, რაზეც წუპაკამ სიმღერითვე უპასუხა.

    ცნობისთვის, სალომე ჯერ კიდევ "პრაიმჰაუსის" მონაწილე იყო, როდესაც წუპაკამ მას პირდაპირ ეთერში ხელი სთხოვა, წყვილი ერთი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. დაშორების მიზეზად კი ღალატი სახელდება.

    სალომე კაპანაძე აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ ია ფარულავას გადაცემის "ფარული კონვერტის" სტუმარი იყო, სადაც ფარდა ახადა ყველა იმ სინამდვილეს რაც მასსა და წუპაკას შორის ხდებოდა.

    ვრცლად, ნახეთ ვიდეო.