სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბულინგის მორიგი მსხვერპლი - დირექტორის მიერ შეურაცხყოფილმა მოსწავლემ თავის მოკვლა სცადა

    ბულინგის მორიგი მსხვერპლი - დირექტორის მიერ შეურაცხყოფილმა მოსწავლემ თავის მოკვლა სცადა
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უფლებადამცველი ლევან ჭელიძე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სკოლის მოსწავლემ სავარაუდო ბულინგის გამო თავის მოკვლა სცადა.

    შემთხვევა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში დაფიქსირდა. არასრულწლოვანს დირექტორმა შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მან საკუთარ სხეულს დაზიანებები მიაყენა. 

    „დირექტორმა მოსწავლეს გაუგონარი სახის შეურაცხყოფები მიაღენა. მშობლები გაულანძღა. ამის გამო 16 წლის გოგონამ თავის მოკვლაც სცადა. არასრულწლოვანი დაზარალებულად მიიჩნიეს და გამოძიებაც უკვე დაწყებულია“, - აცხადებს ლევან ჭელიძე.

    ოჯახი გამოძიების დროულად დასრულებას და ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დირექტორის დასჯას ითხოვს.