რუსულმა ძალებმა წუხელ ზაპოროჟიეს გარეუბნები დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
„რუსმა ტერორისტებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს რეგიონული ცენტრის გარეუბნებზე. ერთ-ერთი რაკეტა სტეფნიანსკაიას ტერიტორიული თემის ტერიტორიაზე დაეცა. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები", - წერს სტარუხი.
ცნობისათვის, რუსებმა ზაპოროჟიე გუშინაც დაბომბეს. სოფელ ნოვოსოფიივკაში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
წყარო: უკრაინული მედია