სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა მოხდა სამხრეთ აფრიკის ღამის კლუბში - 22 გარდაცვლილი ერთ ღამეს

    რა მოხდა სამხრეთ აფრიკის ღამის კლუბში - 22 გარდაცვლილი ერთ ღამეს
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ ისტ-ლონდონში მდებარე ღამის კლუბ Enyobeni Tavern-ში საშინელი ამბავი მოხდა.

    BBC-ის თავდაპირველი ინფორმაცით, ღამის კლუბში სულ მცირე 17 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმეტესობა 18-დან 20 წლამდე ასაკისაა.

    შემდეგ ეტაპზე გარდაცვლილთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. უმეტესობა კლუბში, ნაწილი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    რა მოხდა იმ ღამეს, ამაზე გამომძიებლები ისევ მუშაობენ. ამ ეტაპზე არანაირი წინასწარი ინფორმაცია მომხდარის შესახებ არ არსებობს. წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილთა ცხედრებზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება. ჰიპოთეზა მასობრივ მოწამვლაზე დადასტურებული არ არის.