სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვერავინ იტყოდა, რომ ის ამ დონეზე ითამაშებდა, არავის სჯეროდა" - ზურა ხიზანიშვილი კახა კალაძეზე

    "ვერავინ იტყოდა, რომ ის ამ დონეზე ითამაშებდა, არავის სჯეროდა" - ზურა ხიზანიშვილი კახა კალაძეზე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართული ფეხბურთის ლეგენდა, ზურაბ ხიზანშვილი ტელეკომპანია იმედში გადაცემა "ნოესთან" იმყოფებოდა.

    გადაცემის წამყვანმა მას მეტად სპეციფიკური და ოდნავ უხერხული კითხვაც დაუსვა: "ეროვნული ნაკრების არსებობის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვინ არის?"

    "უდაოდ კახა კალაძე, თავისი ტიტულებით და ნიჭით. ინგლისში მივხვდი რა არის ნიჭიერება, ნიჭიერია ადამიანი, ვისაც შრომა უყვარს და ასახავს კახას ცხოვრებას. სამტრედიაში იყო მამაჩემი მთავარი მწვრთნელი, იქ თამაშობდა კახა, მე პატარა ვიყავი და კახასთან სახლშიც ვრჩებოდი. ჩვეულებრივად, მებრძოლი ფეხბურთელი იყო, ვერავინ ვერ იტყოდა, რომ ამხელა ფეხბურთს ითამაშებდა, განა იმიტომ რომ ვიღაც ყურადღებას არ აქცევდა, არა, ტიპაჟი იყო კახა ისეთი, არ იყო გამორჩეული, უბრალოდ იყო ძალისმიერი და შრომისმოყვარე" - ამბობს ზურა ხიზანიშვილი