სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "საშინელი ყინვაა გარეთ. უსახლკარო ქალი ავტობუსს აფარებდა თავს და იქ ეძინა" - თამთა მიქელაძის გულისამაჩუყებელი განცხადება

    "საშინელი ყინვაა გარეთ. უსახლკარო ქალი ავტობუსს აფარებდა თავს და იქ ეძინა" - თამთა მიქელაძის გულისამაჩუყებელი განცხადება
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი,თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

    “საშინელი ყინვაა გარეთ.
    უსახლკარო ქალი ავტობუსს აფარებდა თავს და იქ ეძინა.
    იმედია, რომ ადამიანების სიცოცხლეს ისევ არ შეიწირავს ამ პერიოდის ყინვები.
    საქართველოს ხელისუფლებამ ისე ჩახურა ადამიანის უფლებათა სტრატეგია (8 წელი გავიდა), ღია დაპირების მიუხედავად, უსახლკარობის საპასუხო პოლიტიკა არ შეიმუშავა.
    მუნიციპალურ დონეზეც კალაძეს ქირის ანაზღაურების და ლილოს კოლექტიური თავშესაფრის მიღმა, სხვა პოლიტიკა არ შეუმუშავებია. არა და უსახლკარობა დედაქალაქში უფრო მძიმე და სასტიკ ფორმებს იღებს.
    ნამდვილი მშვიდობა ჩვენს ქალაქებს, რომელიც სამართლიანობას, თანასწორობას და კეთილდღეობას დაეფუძნება.”