სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სხვათაშორის ეს მთელი სამი თვე გრძელდებოდა, სხვა გზა არ იყო..." - ბაბი კირკიტაძე საკუთარ წარსულზე ალაპარაკდა

    "სხვათაშორის ეს მთელი სამი თვე გრძელდებოდა, სხვა გზა არ იყო..." - ბაბი კირკიტაძე საკუთარ წარსულზე ალაპარაკდა
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილმა მომღერალმა, ღამის შოუ ბენდის ერთ-ერთმა სოლისტმა, ბაბი კირკიტაძემ ჟურნალ "თბილისელებთან" საინტერესო ინტერვიუ ჰქონდა.

    ინტერვიუს ერთ-ერთი თემა ბაბის წარსული იყო. მომღერალს პატარა ასაკიდანვე მოუწია მუშაობის დაწყება...

    "მე რომ მუშაობა დავიწყე, იმ პერიოდში ჩემს ოჯახს საკმაოდ დიდი ფინანსური კრიზისი ჰქონდა. ოჯახი სტრესში იყო, რადგან ფინანსებთან ერთად, ბინებიც დავკარგეთ. მაშინ, მნიშვნელოვანი იყო ჩემი მუშაობა, პასუხისმგებლობა გავითავისე და ვიტვირთე, რომ ჩემი ოჯახისთვის მე უნდა გამეწია დახმარება."

    "ჩემი მუშაობა აუცილებელი იყო, ვმღეროდი და სცენაზე დგომის სიამოვნებასთან ერთად, შემოსავალიც მქონდა, რითაც ჩემებს ვეხმარებოდი. რესტორანში რომ დავიწყე მუშაობა, ოჯახის წევრები მტკივნეულად აღიქვამდნენ, რადგან ჩემი შრომით უნდა გვეცხოვრა. სხვათაშორის, მთელი სამი თვე, როგორც მე ვმუშაობდი, ისე მუშაობდა დედაც რესტორანში – სულ თან დამყვებოდა, იჯდა და მისმენდა", - ასე გაიხსენა ბაბიმ საკუთარი წარსულის ეს კონკრეტული პერიოდი.