ესპანეთში, ქალაქ სარაგოსაში ბინების ძარცვის ფაქტზე ქართველთა დაჯგუფების სამი წევრი დააკავეს - ამის თაობაზე ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე მტკიცებით, ეჭვმიტანილები სარაგოსას ერთ-ერთი გარეუბნის მაცხოვრებლის დახმარებით დააკავეს - კაცს საკუთარ სახლში ეძინა, რა დროსაც უცნაური ხმა გაიგონა და პოლიციაში დარეკა, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს 3 ქართველი დახვდა და დააკავეს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 29, 32 და 35 წლის პირები და სამივე მათგანის ვინაობა ცნობილია. ჩხრეკის შედეგად, ქართველებს კარის საკეტების გასაღებად საჭირო ხელსაწყოები აღმოაჩნდათ.