სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "საავადმყოფოში შემოსვლისას ქალი გვამი იყო" - საშინელი ამბავი ნაწილობრივ ბედნიერი დასასრულით მარნეულიდან

    "საავადმყოფოში შემოსვლისას ქალი გვამი იყო" - საშინელი ამბავი ნაწილობრივ ბედნიერი დასასრულით მარნეულიდან
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუშინ, 26 ივნისს მარნეულში 5-სართულიანი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა და მეოთხე სართულის აივანიც ჩაიყოლა.

    შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთ-ერთ კი ორსული ქალი იყო. ექიმებმა მისი სიცოცხლე ვერა, თუმცა ნაყოფის გადარჩენა მოახერხეს.

    "საავადმყოფოში შემოსვლისას პაციენტი იყო გვამი, დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა. გვამი სასწრაფოდ საოპერაციოში შევიყვანეთ, რათა ნაყოფი გადაგვერჩინა. საკეისრო კვეთის პარალელურად გრძელდებოდა ქალზეც რეანიმაციული ღონისძიებები. ამოყვანისას ნაყოფსაც გაუჩერდა გული, მაგრამ რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ბავშვი გადარჩა", – ამბობს ექიმი.