სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სად თამაშობს ამჟამად "პსჟ"-ს ყოფილი ვარსკვლავი, ნიკოლოზ ქუთათელაძე?

    სად თამაშობს ამჟამად "პსჟ"-ს ყოფილი ვარსკვლავი, ნიკოლოზ ქუთათელაძე?
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამდენიმე წლის წინ კიდევ ერთ ქართველ ტალანტზე, ნიკოლოზ ქუთათელაძეზე დიდი იმედები მყარდებოდა. ის პსჟ-ის 17-წლამდელთა აკადემიის წევრი იყო.

    ქუთათელაძე ახლა 20 წლისაა და ცნობილი გამოცემების ყურადღებას ნაკლებად იპყრობს, ასევე შედეგიანობით მეტ-ნაკლებად გამოირჩევა.

    ნიკოლოზი ამჟამად მოსკოვის "სპარტაკის" მე-2 გუნდში ირიცხება, რომელიც რუსეთის ახალგაზრდულ ლიგაში ასპარეზობს.

    ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასულ თვეს "უფას" 2 გოლი გაუტანა, რაც მის ბოლოდროინდელ კარირეულ მიღწევებში ყველაზე წარმატებული იყო.

    შეგახსენებთ, რომ პარიზული გრანდის შემდეგ, ქუთათელაძე "ანჟიში", შემდეგ კი "სპარტაკ 2-ში" გადავიდა.

    აქვე გეტყვით, რომ მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და უცნობია, სურს თუ არა საქართველოს სახელით თამაში.