სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ნუ ყოფ შენ ქართულ ცხვირს სხვის საქმეში" - ჩერქეზი მებრძოლი ლიანა ჯოჯუაზე

    "ნუ ყოფ შენ ქართულ ცხვირს სხვის საქმეში" - ჩერქეზი მებრძოლი ლიანა ჯოჯუაზე
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჩერქეზმა მებრძოლმა ზაირა დიშეკოვამ Metaratings-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და "ქართველ მგელის" მეტსახელით ცნობილ ლიანა ჯოჯუასთან მომხდარ კონფლიქტზეც ისაუბრა.

    "ჩემთვის ყველაზე საინტერესო UFC-ში ბრძოლა იქნებოდა, იქ საუკეთესოები ჩხუბობენ. ვფიქრობ, იქ "ასე უბრალოდ" ვერავინ ხვდება… თუმცა არის ერთი სპორტსმენი, რომელსაც რუსეთში უნდა შევხვედროდი. როგორც ერთ დროს მე გამიმართლა და ACB-ში მოვხვდი, მისი UFC-ში აღმოჩენაც იგივე იყო. ალბათ ხვდებით, ლიანა ჯოჯუაზე ვამბობ. როცა ლიანას კონტრაქტი გაუფორმეს, ის ამ დონეზე საჩხუბრად მზად არ იყო."

    "მასთან ძველი კონფლიქტი მაკავშირებს, რომელიც მთლად კონფლიქტიც არ ყოფილა. ზოგჯერ ჩემს ბრძოლებზე უხეშ კომენტარებს აკეთებდა, არადა, მას უბრალოდ გაუმართლა, მოხატკინას დამარცხების შემდეგ UFC-ში აღმოჩნდა. თვითონ ჩემი მისამართით ძალიან ბევრ პროვოკაციულ და ბინძურ ვიდეოს ავრცელებდა, დიანა ავსარაგოვაც ეხმარებოდა, მისი მეგობარი. ერთხელ ვიღაცამ ინსტაგრამის ლაივ ვიდეოში ჯოჯუა მიხსენა, ჩემმა მეგობარმა კი დაწერა, რომ "ლიანამ თავისი ქართული ცხვირი იქ არ ჩაყოს, სადაც არაფერი ესაქმება", - განაცხადა ჩერქეზმა.

    27 წლის ლიანა ჯოჯუას პროფესიონალურ კარიერაში 13 ბრძოლა აქვს გამართული. მან 8-ჯერ გაიმარჯვა, 5-ში კი დამარცხდა.