სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "პუტინს ეს დიაგნოზი ჯერ კიდევ 7 წლის წინ დაუსვეს" - გარი კასპაროვი

    "პუტინს ეს დიაგნოზი ჯერ კიდევ 7 წლის წინ დაუსვეს" - გარი კასპაროვი
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსეთის უკრაინაში შეჭრას უამრავი რუსი საზოგადი მოღვაწე და სპორტსმენი გამოეხმაურა. თავისი აზრი დააფიქსირა ლეგენდარულმა რუსმა მოჭადრაკემ, გარი კასპაროვმა, რომელიც რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით აქამდეც გამოირჩეოდა:

    "დღეს ბევრი ადამიანისგან მესმის ნარატივი, თითქოს რუსი ხალხი უდანაშაულოა და უსამართლოდ ისჯება. განა ეს ხალხი არ არის, რომელიც 22 წლის განმავლობაში ამ რეჟიმს არსებობის უფლებას აძლევს? ახლა უკრაინაში რუსული არმია მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბავს და შეეგუეთ, რომ ამაზე პასუხისგება მოგიწევთ."

    "პუტინის გაჩერების ერთ-ერთი ხერხი სწორედაც რომ სანქციებია. არ იქნება ფული, არ იქნება პოლიცია, არ იქნებიან კადიროვის მსგავსი არსებებიც. ეს უნდა გაგრძელდეს წლების განმავლობაში. ბორის ნემცოვმა ვლადიმირ პუტინს დიაგნოზი ჯერ კიდევ 7 წლის წინ დაუსვა და ახლაც იგივე მდგომარეობაა."

    "პუტინმა დაიჯერა, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდა, კიევში შეიჭრებოდა, 2-3 დღეში აიღებდა და იქ თავის ფინიას დასვამდა. მადლობა ღმერთს, უკრაინულ არმიასა და გმირ მოქალაქეებს, რომ ამის საშუალება არ მისცეს."

    "უკრაინასთან მარცხი და ეკონომიკური კრიზისი ერთადერთი გამოსავალია. პუტინი მონსტრია, რომელიც რუსეთს საფლავში მიაქანებს, საიდანაც ამოსვლა რთული იქნება",
    - აცხადებს კასპაროვი