სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "არ მჯერა, რომ ერთი ბინა არ გამოინახა ჩემთვის“ – ეკა კვალიაშვილი კალაძეს მიმართავს

    "არ მჯერა, რომ ერთი ბინა არ გამოინახა ჩემთვის“ – ეკა კვალიაშვილი კალაძეს მიმართავს
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სადაც თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავს და ამბობს, რომ არ სჯერა მისთვის ერთი ბინა რომ არ გამოინახა.

    “მივმართავ თბილისის მერს, კახი კალაძეს.

    არ მჯერა, რომ არ იცი ჩემი უსახლკარობის შესახებ, არ მჯერა, რომ არც ერთი პოსტი, სადაც მონიშნული ყავხარ უამრავ ადამიანს არ გინახავს, არ მჯერა, რომ ერთი ბინა არ გამოინახა ჩემთვის, უამრავს აშენებთ, არ მჯერა, რომ ჩემმა ქვეყანამ, ამ უყურადღებობის გამო ისე მომაბეზრა თავი, სხვაგან გავრბივარ!!! ძალიან შევწუხდი, ძალიან დავიღალე, ადამიანი, რომელსაც ,სიმღერის, სითბოს, სიყვარულის, სინათლის,სიკეთის მეტი არაფერი მინდა მივანიჭო ჩემს ქვეყანას, ანუ, მე დამიკიდეთ, ანუ, ვერ გავხდი ღირსი, რომ ყურადღება და სითბო მივიღო.. კარგი, იყოს ნება თქვენი, მაგრამ, რასაცა გასცემ შენიაო ნათქვამია, კარმა, მუშაობს! მადლობა კახი “ყურადღებისთვის”
    – წერს ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში.