სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გადაი*ვით უკვე თავზე, სადაა ბავშვების ფული?" - ვიზე საუბრობს ირინა სარიშვილი

    "გადაი*ვით უკვე თავზე, სადაა ბავშვების ფული?" - ვიზე საუბრობს ირინა სარიშვილი
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ყოფილი დეპუტატი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტის სახით საქართველოს მთავრობას მიმართავს.

    "საქართველოს მთავრობა!!!
    სადაა ბავშვების ფული?!!!
    წინა თვისას იხდით და იმასაც უკვე არნახული დაგვიანებით!
    თითქმის წელიწადია ამ ჯოჯოხეთურ მოლოდინში გვაცხოვრებთ! მაგრამ რასაც ეხლა აკეთებთ, ეს უკვე არაფერში აღარ წერია!!!
    ყველა რესურსი ამოწურულია!!!
    ან შვილი არ გყავთ ან დედა ან და ან ძმა??? ვინა ხართ?? სად დაიბადეთ ვინ გაგზარდათ???
    გადაი@ვით უკვე თავზე!!!
    სადაა ბავშვების ფული სად???",
    - წერს სარიშვილი.

    შეგახსენებთ, ირინა სარიშვილი ეროვნულ-დემოკრატიუი პარტიის ყოფილი ლიდერი გახლავთ. ის არის გიორგი ჭანტურიას მეუღლე, რომელიც 1994 წელს მოკლეს. ჭანტურიას გარდაცვალების შემდეგ სარიშვილი თავად გახდა პარტიის ლიდერი. ამ პერიოდში ის ასევე პარლამენტის წევრი იყო.