სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩემი ფონდი ჯამბულათ ხოფერიას სულის საპატივსაცემოდ ამას გააკეთებს" - გიორგი კეკელიძის შესანიშნავი გადაწყვეტილება

    "ჩემი ფონდი ჯამბულათ ხოფერიას სულის საპატივსაცემოდ ამას გააკეთებს" - გიორგი კეკელიძის შესანიშნავი გადაწყვეტილება
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე უკრაინაში დაღუპულ ქართველი გმირის, ლანჩხუთელი ჯამბულათ ხოფერიას სახელობის სტიპენდიის დაარსების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

    "ხვალ ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, გამორჩეულ გურულ ბიჭს, ჯამბულათ ხოფერიას დაკრძალავენ, რომელიც უკრაინის ომში გმირულად დაიღუპა. ჩვენი ფონდი სოფელ გვიმბალაურის საუკეთესო მოსწავლეს ჯამბულათის სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული ნაბიჯი მისი ხსოვნის პატივსაცემად",- წერს გიორგი კეკელიძე.

    ცნობისთვის, 1-ელ დეკემბერს, ჯამბულათ ხოფერია, უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში გმირულად დაეცა.