სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: ხვიჩა გაჩერებას არ აპირებს - აი ასე ვარჯიშობს კვარა დიდებული დაბრუნებისთვის

    VIDEO: ხვიჩა გაჩერებას არ აპირებს - აი ასე ვარჯიშობს კვარა დიდებული დაბრუნებისთვის
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ალბათ, არაერთხელ გსმენიათ ზედმეტსახელები კვარავაჯო, კვარა, კვარაცხელია და კიდევ არაერთი ვარიაცია, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა საფეხბურთო სამყარო იმეორებს, განსაკუთრებით ქართველი და იტალიელი გულშემატკივრები.

    საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის სტილი და კარიერული წინსვლა არაერთხელ გახდა განხილვის საგანი — იქნებოდა ეს რუსულ კლუბში წასვლა, წამოსვლა და საქართველოში დაბრუნება, თუ თამაშის იტალიაში გაგრძელება.

    იტალიაში კვარაცხელიას წარმატებული დებიუტი ჰქონდა და მალევე სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. საფეხბურთო სამყარო მასში დიდ პოტენციალს ხედავს, ქართველი გულშემატკივარი კი მატჩებს არ ტოვებს.

    ნახეთ ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელ, ტიკ-ტოკში ვრცელდება და საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. გამომწერები კვარას ჯანმრთელობას და მორიგ ტრიუმფებს უსურვებენ.