სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა ელოდებათ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს 2023 წელს? - ნახეთ ფინანსური ჰოროსკოპი

    რა ელოდებათ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს 2023 წელს? - ნახეთ ფინანსური ჰოროსკოპი
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პანდემიის მოსვლასთან ერთად ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, ფინანსურ სამყაროშიც. შფოთი და ეჭვი,- ასე შეიძლება დახასიათდეს განვლილი 2022.

    მაგრამ არის კარგი ამბავი: 2023 წელს ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობას ელოდება არა მხოლოდ ფინანსური სტაბილურობა, არამედ, რეალური კეთილდღეობა. მთავარია, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ.

    კონკრეტულად, რა ელოდებათ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს 2023 წელს, ამას ფინანსური ჰოროსკოპიდან შეიტყობთ:

    ვერძი (03/21 - 04/19)

    შესაძლებელი იქნება სპეციალობის შეცვლა, ან დამატებითი შემოსავლის წყაროს პოვნა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალი ღირებული ნივთები გამოჩნდება, ბევრ სასარგებლო შესყიდვას განახორციელებთ, ძველი ოცნებები ახდება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შემოსავლის გაზრდის შემთხვევაშიც კი, აუცილებელია სახსრების რაციონალურად განაწილება. რეკომენდებულია თანხების დაზოგვა.

    წლის ბოლოს, მოსალოდნელია შემოსავლის შემცირება და დაგეგმილი მოგზაურობები შეიძლება ჩაიშალოს.

    თევზები (19.02 - 20.03)


    თევზებისთვის 2023 წელი ფინანსურად წარმატებული იქნება ივნისიდან სექტემბრამდე. სწორედ ამ პერიოდში, გამოჩნდება კარგი დამატებითი შემოსავალი. ივლის-აგვისტოში შესაძლოა, მოგებიანი შემოთავაზება შემოვიდეს ახლო გარემოდან, რაც კარგ ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ. მთელი წლის განმავლობაში, რეკომენდებულია მაქსიმალური აქტივობის ჩატარება, სახსრების დაბანდება, ბანკში დეპოზიტების გახსნა. წლის ბოლოს, თევზები უფრო მფლანგველები გახდებიან. და იმისთვის, რომ არ გაფლანგოთ დანაზოგი, უნდა იფიქროთ იმაზე, არის თუ არა ყველა სურვილი ასასრულებელი. კარგი იქნება, ზოგიერთ მათგანს ოდნავ მაინც თუ შეზღუდავთ.

    ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, სჯობს, მცირე შესვენება აიღოთ და მხოლოდ ერთი სამუშაო ადგილით დაკმაყოფილდეთ.