სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • შუქი კვლავ ჩაქრება - თელასის განცხადება

    შუქი კვლავ ჩაქრება - თელასის განცხადება
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    10 დეკემბერს სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

    სამგორის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, იუმაშევის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას.

    მთაწმინდის რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელბაქიძის აღმართის, ვერეს დაღმართის, გუდიაშვილის, ათონელის, სანაპიროს და საქანელას ქუჩების მოსახლეობას.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.