სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: წუპაკა პოსტებს 8 დღეა ვერ წერს - ტელეფონი წაართვეს

    VIDEO: წუპაკა პოსტებს 8 დღეა ვერ წერს - ტელეფონი წაართვეს
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საზოგადოება აალაპარაკა ცნობილი ქართველი წყვილის, სალომე კაპანაძისა და კახი მახარაძის, იგივე წუპაკას დაშორებამ. ისინი სულ ცოტა ხნის წინ დაშორდნენ ერთმანეთს.

    წყვილის პირადი ცხოვრება გამომწერებისთვის საჯარო გახდა. როგორც ირკვევა ჯერ წუპაკამ გამოაქვეყნა მიმოწერის სქრინები ინსტაგრამ სთორიში, რაზეც სალომემ სიმღერით უპასუხა. წუპაკამ კი ამ სიმღერას პასუხად კიდევ ერთი მუსიკა მიუძღვნა. აღნიშნულმა ფაქტმა მათი მიმდევრები შოკში ჩააგდო.

    რამდენიმე დღის წინ სალომე ია ფარულავას შოუს: "ფარული კონვერტი" ესტუმრა, სადაც ღიად ისაუბრა მასსა და კახის შორის არსებულ ურთიერთობაზე.

    მოგვიანებით კი სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კახის ტელეფონი წაართვეს, ბლოგერი 8 დღეა პოსტებს ვეღარ წერს.

    ნახეთ ვრცლად ვიდეოში.