სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "გილოცავ ძმაო", - როგორ გამოეხმაურა სერხიო რამოსი ილია თოფურიას ბრწყინვალე გამარჯვებას?

    VIDEO: "გილოცავ ძმაო", - როგორ გამოეხმაურა სერხიო რამოსი ილია თოფურიას ბრწყინვალე გამარჯვებას?
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს გამთენიისას ილია თოფურიამ UFC-ში მეხუთე ჩხუბი ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა. ქართველმა მეტოქის დაფინიშება მეორე რაუნდშივე მოახერხა.

    აღშნიშნული ჩხუბი საღამოს მთავარი ქარდი გახლდათ. ილიამ მეტოქე უბრალოდ გაანადგურა. ამერიკელმა ბრძოლის დასაწყისიდანვე პარტერში გადაყვანა სცადა, თუმცა არ გამოუვიდა და ილიამ ბრაისს რამდენჯერმე ძლიერად მოარტყა.

    აი მეორე რაუნდის დაწყებისას კი "მატადორმა" ისე შეუტია, რომ მისი ამ თავდასხმის ატანა მიტჩელისთვის უბრალოდ შეუძლებელი იყო, ბოლოს კი მახრჩობელა ილეთში მოყოლისას დანებდა.

    ილიას ამ ბრწყინვალე გამარჯვებას სოციალურ ქსელში ლეგენდარული მცველი, სერხიო რამოსიც გამოეხმაურა და ინსტაგრამ სთორიში ვიდეო გამოაქვეყნა, სადათაურით: "გილოცავ ძმაო, ილია!"

    იხილეთ ვიდეო: