სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მახსოვს, მაშინვე მომეწონა... შემდეგ მეგანის ინსტაგრამი დავათვალიერე" - მეგანისა და ჰარის სიყვარულის დასაწყისი

    "მახსოვს, მაშინვე მომეწონა... შემდეგ მეგანის ინსტაგრამი დავათვალიერე" - მეგანისა და ჰარის სიყვარულის დასაწყისი
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცოტა ხნის წინ Netflix-მა ჰარისა და მეგანის შესახებ ახალი დოკუმენტური სერიალის პირველი სამი ეპიზოდი გამოაქვეყნა. მინისერიალში სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია საზოგადოებას აქამდე უცნობი ფაქტების შესახებ უყვებიან.

    დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰარი და მეგანი ერთმანეთს ბრმა პაემანზე შეხვდნენ. თუმცა, როგორც სამეფო ოჯახის ყველაზე სკანდალური წყვილი ამბობს, ეს ასე არ ყოფილა.

    „ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. სოციალურ ქსელს ვათვალიერებდი, როდესაც ჩემმა მეგობარმა ვიღაც გოგოსთან ერთად ფოტო დადო. მეგანს სნეპჩეთის ერთ-ერთ ფილტრი ედო, სასაცილოდ გამოიყურებოდა. მახსოვს, მაშინვე მომეწონა და ჩემს მეგობარს ვკითხე ვინ არის-მეთქი. შემდეგ მეგანის ინსტაგრამი დავათვალიერე“,- იხსენებს პრინცი ჰარი.

    მეგან მარკლის თქმით, იმ პერიოდში მარტო იყო და არავის ეძებდა. „იმ პერიოდში ფილმ „suit“-ის გადაღებები ახალი დამთავრებული იყო და სამოგზაუროდ ვიყავი წასული. ლონდონში ვიმყოფებოდი. გადაწყვეტილი მქონდა ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო. მარტო ვიყავი და არავის არ ვეძებდი. როდესაც მოულოდნელად მეგობრისგან შეტყობინება მივიღე - ის მწერდა - „მეგან ვიცი, რომ ახლა მარტო ყოფნა გირჩევნია, მაგრამ პრინც ჰაზ-ს მოეწონე და შენი ნახვა უნდა“. ვინ არის პრინც ჰაზი? - მაშინვე ვიკითხე, რადგან ვერ მივხვდი. მას შემდეგ კი, რაც გავიგე რომ პრინც ჰარიზე იყო საუბარი, პირველი რაც გავაკეთე მის ინსტაგრამზე შესვლა იყო. მე არ მაინტერესებდა რას წერდა მედია მასზე, მე მაინტერესებდა თავად რას აქვეყნებდა საკუთარ გვერდზე. შემდეგ ნომრები გავცვალეთ. ჰარიმ მომწერა და პაემნის ადგილი დავთქვით“,- ამბობს მეგანი. სასექსის ჰერცოგმა პირველ პაემანზე დააგვიანა. „თან გზიდან ყოველ წამს მწერდა - მაპატიე, საცობში ვარ. მეგონა ძალიან არაპუნქტუალური ადამიანი იყო. თუმცა მოვიდა თუ არა ყველაფერი შეიცვალა“ ,- აღნიშნავს მეგანი. ჰარისა და მეგანს ერთმანეთი თავიდანვე ძალიან მოეწონათ. მეორე პაემანიც ზუსტად იგივე ადგილას შედგა. ამჯერად მეგანმა დააგვიანა. „მაშინვე მივხვდი, რომ მეგანი ჩემი ადამიანი იყო. მახსოვს პირველი, რაც გავიფიქრე იყო „ღმერთო, ის არაჩვეულებრივი ქალია“,- ამბობს პრინცი ჰარი.