სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • კატარში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, კორუფციაში ბრალდებულ ევროპარლამენტარს მანდატი შეუჩერდა

    კატარში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, კორუფციაში ბრალდებულ ევროპარლამენტარს მანდატი შეუჩერდა
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბერძენ ევროპარლამენტარს, ევა კაილის ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუჩერდა - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

    წყაროს მტკიცებით, ევროპარლამენტარს უფლებამოსილება კატარის 2022 წლის მსფოლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულ კორუფციულ საქმეზე გამოძიების გამო შეუჩერდა.

    ევროპელმა პოლიტიკოსებმა, კაილის გადადგომისკენაც მოუწოდეს. ეს ყოველივე კი მას შემდეგ, როცა ცნობილი გახდა, რომ ის ერთ-ერთი ეჭვმიტანილია ფულის გათეთრების და კორუფციის საქმეზე.

    გარდა ამისა, ევა კაილის ბრალი ედება კატარის ინტერესების ლობირებაში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.