სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მგონია რომ ყველაზე მეტად მათთან განშორება გამიჭირდება და იმედია ეს არც მომიწევს“ - ნიკოლოზ წულუკიძე

    "მგონია რომ ყველაზე მეტად მათთან განშორება გამიჭირდება და იმედია ეს არც მომიწევს“ - ნიკოლოზ წულუკიძე
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ გადაცემაში "ჩვენი ოჯახი" ისაუბრა სტუდენტების შესახებ და მათთან ურთიერთობაზე, თუ რამხელა ძალას ჰმატებენ ისინი მას. როგორც მან თქვა ყველაფრის გარეშე წარმოუდგენია ცხოვრება, ოღონდ მათ გარეშე არა. გაიხსენა მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედიაც, რის მერეც ეგონა რომ ერთ სიტყვასაც ვერ ეტყოდა სტუდენტებს, მაგრამ მისი თქმით, ისე დახვდნენ მას სტუდენტები... იმხელა ძალა მისცეს, რომ ყველაფერი შეძლო.

    ნიკოლოზ წულუკიძის მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ბავშვი კორპუსის მე-10 სართულიდან გადმოვარდა. ტრაგიკული შემთხვევის შესახებ სოციალური ქსელით გახდა ცნობილი:

    "ნიკა, არ არსებობს სიტყვა,
    არ არსებობს ქმედება, არაფერი არ არსებობს ისეთი, რაც ამ ყველაფერს ახსნის!
    დავმუნჯდი!
    გთხოვ, რომ გაუძლოთ შენ და შენმა ოჯახმა.
    (ნიკა წულუკიძის მცირეწლოვანი შვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა)" - წერს გიორგი სუხიტაშვილი.