სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "რამე მინდა დავწერო და არ ვიცი რა" - ნახეთ ვიდეო, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო

    VIDEO: "რამე მინდა დავწერო და არ ვიცი რა" - ნახეთ ვიდეო, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სპექტაკლიდან: "დემონები", სადაც მსახიობებმა, კახა კინწურაშვილმა და თორნიკე გოგრიჭიანმა ერთმანეთს აკოცეს. კადრებმა მთლიანი სოციალური ქსელი მოიცვა და საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.

    "ვიღაც ჟურნალისტს სპექტაკლიდან ამოჭრილი სცენა გამოუდევს, სადაც ორი ქართველი მსახიობი კაცი ერთმანეთს კოცნის, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეს რა ვნახეო.

    ამ ამბავმა მსახიობი გია გურგულია გამახსენა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ძალიან ხმამაღლა და ამაყად განაცხადა, მეო, რამდენიც არ უნდა გადამიხადონ, ფილმში გეის როლს არ ვითამაშებო.

    შეგახსენებთ, რომ წლების წინ გია გურგულია ითამაშა იმ კაცის როლი, რომელმაც ავღანეთის ომში 10 წლის გოგო დედის თვალწინ გააუპატიურა, მერე ყელი გამოჭრა და დედაც ზედ დააკლა, მაგრამ "კაცია და გეის როლს არ ითამაშებს ძმაო..." - წერს ცვატა ბერძენიშვილი.

    საზოგადოებამ კი აღნიშნული ვიდეო პირდაპირ გაიაზრა და კომენტარებში კახა კინწურაშვილის მიმართ უარყოფითი ტალღა წამოვიდა.

    "გოუფრენია ამ კინწურაშვილს ბიძია 🥲"

    "ესენი ქართველები არიან? რა ხდება?...😢😢 ერთი მგონი ტელევიზიაში მუშაობს... ტელევიზორს არ ვუყურებ და არ ვარ დარწმუნებული... ამას რას გვიბედავენ?... 😠😡" - წერენ კომენტარებში.

    ცნობისთვის, კახა და თორნიკე კინოპარტნიორები არიან. ისინი ერთად თამაშობდნენ ცნობილ ქართულ ფილმში: "ტიფლისი ".