სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: გახარებული დათი თოვლში - კადრები გერმანიიდან

    VIDEO: გახარებული დათი თოვლში - კადრები გერმანიიდან
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში გერმანიაში გადაღებული შვილის ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც თოვლით გახარებულია.

    გასულ კვირას მოზარდის დედამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც დათის ვარჯიში იყო ასახული.


    ,,რამდენიმე კვირის წინ ოსნაბრუკის ცენტრში სეირნობისას დათიმ სკეიტბორდების მაღაზია დაინახა, სასწრაფოდ შეგვიყვანა და დიდი ინტერესით დაათვალიერა იქაურობა.

    ბოლოს აირჩია თავისი მოსაწონი და დაჟინებით მოითხოვა რომ გვეყიდა, თან წუწუნებდა, ისევ თავიდან მექნება სასწავლიო.

    ასეთი რწმენით და მონდომებით მთებს გადავდგამთ დედი... მადლობა უფალს, რომ ყველაზე ძლიერი შვილი მაჩუქა მთელ სამყაროში", - წერს დათის დედა სოციალურ ქსელში.