სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გულმა გიმტყუნა, გულით აკეთებდი ყველაფერს და დაგღუპა ამან" - როგორ ემშვიდობება დათო ლონდარიძე ლევან კბილაშვილს

    "გულმა გიმტყუნა, გულით აკეთებდი ყველაფერს და დაგღუპა ამან" - როგორ ემშვიდობება დათო ლონდარიძე ლევან კბილაშვილს
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალ ლევან კბილაშვილის გარდაცვალებას, დათო ლონდარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    "ეს დღე მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო, თითოეული ჩვენგანისთვის.

    ემოციური როგორც ყოველ ჯერზე, ჩვენი მუსიკალური ქმნილებების გამომზეურების მოლოდინის ჟამს ხდებოდა. შედეგმაც არ დააყოვნა, დაგვიფასეს, უფრო მეტად შეგვიყვარეს.

    ამ ვიდეოშიც მამაშენის მეგობრობის და სიყვარულის ნიშნად გვეწვივნენ ეს ბატონები და სიყვარულით გთხოვეს, რამე შეგესრულებინა და დამრჩა შენგან უთვალავი მოგონებები, ხილული თუ უხილავი ჩემო ჯიგრიანო მეგობარო. გულმა გიმტყუნა, გულით აკეთებდი ყველაფერს და დაგღუპა შენმა დიდმა გულმა.

    მშვიდობით და უშიშრად", - წერს დათო ლონდარიძე.