სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ქართული სულის შეურაცყხოფას არავის გაპატიებთ" - ლაშას პასუხი ირანელ ჰალკს

    "ქართული სულის შეურაცყხოფას არავის გაპატიებთ" - ლაშას პასუხი ირანელ ჰალკს
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მოგეხსენებათ, ირანელი ჰალკი ქართველ სპორტსმენებს საიქიოში გასტუმრებით და შიშველი ხელით მოხჩობით ემუქრებოდა, ასევე, ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა.

    აღნიშნულ განცხადებას ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

    "ქართველებს იმიტომ ჰყავთ ასეთი ძლიერი სპორტსმენები, რომ ირანს ჰყავდა დაპყრობილი. სწორედ ამის შემდეგ გაჯიშიანდნენ ისინი. ქართული სულის შეურაცხოფას არავის გაპატიებთ. ეს ჩემი ერია. ჩვენი გენი არ არეულა არავისთან სწორედ ამაშია ჩვენი ძალა.

    ბევრი ერისთვის ეს კარგია, მაგრამ არა ქართველებისთვის, ჩვენ ხალხს ერთმანეთი უყვარს. იშვითად ნახავთ ქართველს რომელიც სხვა ერის წარმომადგენელთან ოჯახდება, ეს გენში გვაქ რომ ჩვენი ერის გარდა სხვებს ვერ ვუგებთ. ღმერთის წყალობით ეს ასეა და ასე იქნება მარად, ქართველი ქალები კლდიდან ხტებოდნენ და თავს იკლავდნენ, ასეთია ჩვენი ისტორია ასეთია ჩვენი სული, ასეთი სული ქონდათ ქართველ ქალებს და ასეთი დედები ზრდიდნენ იმ ვაჟკაცებს რომლებიც რომლებსაც უამრავი ისტორიკოსი ტიტანებს ეძახდნენ, ეს ყველას უნდა გახსოვდეს", - წერს ლაშა.