სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • შუქი კვლავ ჩაქრება - ნახეთ ჩამონათვალი

    შუქი კვლავ ჩაქრება - ნახეთ ჩამონათვალი
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, V კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს II, III, IV, V მიკრორაიონების, მხატვრების დასახლების, ნუცუბიძის, პიკასოს და მარგიანის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, კოსტავას, ჩიქოვანის, იოსელიანის, ახალშენის და ნასიძის ქუჩების მოსახლეობას.

    ნაძალადევის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.