სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "არაკაცურად მოვიქეცი, ცოლის კალთაში სხვა გოგოზე ვტიროდი" - გიორგი ყიფშიძეს ჯადო გაუკეთეს

    "არაკაცურად მოვიქეცი, ცოლის კალთაში სხვა გოგოზე ვტიროდი" - გიორგი ყიფშიძეს ჯადო გაუკეთეს
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გიორგი ყიფშიძემ ია ფარულავას გადაცემა "ფარულ კონვერტში". მან გადაცემაში იმ ჯადოს შესახებ ისაუბრა, რომელიც მისი ოჯახის წევრებმა პალტოში ჩაკერებული უპოვეს.

    "რაღაც რომანივით გამეჩითა ცოლის, ანის პერიოდში. ძალიან მაგარი გოგო იყო. ავიჭერი. კაცები რომ აიჭრებიან ცოლებთან და შეეშლებათ. ყველაფერი ვქენი. იმდენად ავიჭერი, რომ არასწორი საქციელები ჩავიდინე. მაგალითად, ჩემი ცოლის კალთაში ჩავდე თავი და იმ გოგოს რაღაცაზე ვტიროდი. ახლა მინდა, ანის ყველაფრისთვის ბოდიში მოვუხადო"

    "არაკაცური საქციელი იყო ნაღდად. ვტიროდი მის კალთაში და ვეუბნებოდი, როგორ მიმატოვა სხვა გოგომ. რამ გამაკეთებინა, დღემდე არ ვიცი. ასეთი რაღაც როგორ ჩავიდინე? მოდი, ასე ვთქვათ, რომ ჯადოს გავლენის ქვეშ ვიყავი… თითქოს არავის რჩევა არ მესმოდა, ვერავის სიკეთეს ვერ ვხედავდი…"

    "პალტოში, რომლითაც დავდიოდი, ძაფით შეკრული ფოტოსურათი იყო გაზეთილი, ეტყობა, ჩემი ფოტო იყო, ფოტო წაშლილი იყო და შიგნით იდო მოჭრილი ფრჩხილები და თმა. თმა და ფრჩხილები რომ დავინახე, ვიფიქრე, ეს რა არის-მეთქი. ზუსტად იგივე მეორე მე ამოვიღე, იგივე კომბინაცია. ჯადოსი მჯერა თუ არა, ვიღაცამ იფიქრა, რომ იმოქმედებდა ჩემზე… მითხრეს, რომ უნდა დაგეწვაო, მაგრამ უნიტაზში ჩააგდეს. თითქოს იმ წამსვე მოხდა რაღაც, ამან თვალი ამიხილა თითქოს. ჩემი თავის მეუხერხულება. იმ გოგოსთან ამის მერე მორჩა ისტორია, მაგრამ ანისთან ფიქტიურად ვიყავი, ვეღარ მაპატია", - განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.