სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "იმედის" ოპერატორმა "მთავარის" ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადა - ნახეთ ვრცლად

    "იმედის" ოპერატორმა "მთავარის" ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადა - ნახეთ ვრცლად
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც “იმედის” ერთ-ერთი ოპერატორი ფიზიკურად ძალადობს “მთავარი”-ის ჟურნალისტზე პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს

    “პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს უამრავი ხარვეზი შეიძლება არსებობდეს, კადრიც აირიოს და რაღაც ვერ გათვალო, მაგრამ ასეთ რამეს მხოლოდ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები აკეთებენ! ჩართვის დასრულების შემდეგ კი შენიშვნის გამო დედა აგინა ჟურნალისტს, რომლის დედის სიკვდილიდან ჯერ ორმოცი დღეც არ გასულა!
    ნატაშკა ჯახუტაშვილი პირდაპირ ეთერში იყო, იმედის გადამღები ჯგუფი არა! ამიტომ არც კადრი გაუფუჭებია თქვენთვის და ალბათ, ამ სინქრონიდან ნახევარზე მეტი ისედაც არ გავიდოდა თქვენს ეთერში!
    Nikoloz Wevelidze – ესაა იმედის მოძალადე ოპერატორი –
    რატომ აძლევთ ამ ადამიანს გადაღებაზე სიარულის უფლებას, თუ არც ზრდილობა აქვს, არც გონი მოეკითხება და ვერც თავს აკონტროლებს?” – წერს “მთავარი” არხის ჟურნალისტი.