სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სულ ფეხზე მკიდია სად გადავიდა" - რუსების შეფასება ხვიჩას ტრანსფერზე

    "სულ ფეხზე მკიდია სად გადავიდა" - რუსების შეფასება ხვიჩას ტრანსფერზე
    3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დადასტურდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულში "ნაპოლს" 100%-ით შეუერთდება.

    რუსულ ვებ-გვერდებზე ამ თემის აქტიური განხილვა დაიწყო. მეტწილად სკეპტიკოსთა სიმრავლე შეინიშნება. რუსებს ქართველი ფეხბურთელის წარმატება ნაკლებად ახარებთ იმ ფონზე, როდესაც მათი თანამემამულეების ტოპ-ჩემპიონატებში ტრანსფერი სანთლით საძებარია.

    კომენტარების გაცნობის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის რუსული გარემოდან მოცილება.

    "მართალი გითხრათ, სულ ფეხებზე მკიდია, სად გადავიდა. მისთვის ნამდვილად წინსვლაა. მისი ამბავი საერთოდ არ მაინტერესებს. გაქაჩავს თუ არა იტალიის ჩემპიონატს? ფეხბურთის თამაში ნამდვილად იცის", - განაცხადა რუსეთს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, იგორ კოლივანოვმა.

    "თავისი შესაძლებლობების წარმოსაჩენად მან არცთუ კარგი ჩემპიონატი შეარჩია. იტალიაში ხომ მთავარი ფიზიკური მონაცემები, ბრძოლისუნარიანობა და თავგანწირვაა. მხოლოდ ტექნიკურობა არ კმარა, უნივერსალი უნდა იყო",
    - განაცხადა იური სიომინმა.