სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “სადამდე დავეცით?!…ნატაშკა, ბოდიში იმისთვის, რომ…” – ნახეთ რას წერს ნოდარ მელაძე

    “სადამდე დავეცით?!…ნატაშკა, ბოდიში იმისთვის, რომ…” – ნახეთ  რას წერს ნოდარ მელაძე
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “მთავარი არხის” ჟურნალისტსა და ტელეკომპანია “იმედის” ოპერატორს შორის მომხრად ინციდენტს ეხმაურება "TV პირველის" ჟურნალისტი, ნოდარ მელაძეც ეხმაურება და ნატაშკა ჯახუტაშვილს ბოდიშს უხდის.

    “სადამდე დავეცით?! რა ჯანდაბა ვუქენით ამ ჩვენს პროფესიას, რომ აქამდე მივედით. 15 წელი ქუჩაში მიკროფონით ვიდექი, ოპერატორის გარეშე, კამერით გადაღებაზე მარტოც წავსულვარ, იმიტომ რომ ოპერატორს ვიზა არ ჰქონია..

    მე მზერა ვიყავი, ის კურიერი, უდიდესი კონკურენციაც იყო ერთმანეთს შორის, რომ დამინახა, ხო არ აფრენ რა კამერა აიკედე… დადე აქ არ ვარო… სხვა ოპერატორსაც გადაუღა მასალა, ჩავურთივარ ისე რომ მას არ სჭირდებოდა ჩემთვის ინტერვიუც ჩაუწერია, ისე რომ ვერც პროდიუსერს ვერ გაუგია და ვერც რედაქციას? ეს იყო პატივისცემა ერთმანეთის, ასე ვეხმარებოდით ერთმანეთს სრულად სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის ჟურნალისტები, იმიტომ რომ პატივისცემა არსებობდა…

    კადრი?… რამდენიც გინდა იმდენი გაგვიფუჭებია…. თავებიიიი… ისმოდა ჩვენს ზურგს უკან სულ ოპერატორების ყვირილის ხმა…. ჩვენი მიკროფონის კაბელებში ახლართული ოპერატორები წაქცეულან, მაგრამ ასეთი ? არასდროს არავის უკადრია.

    ნატაშკა ჯახუტაშვილი, ბოდიში,… ბოდიში იმისთვის რომ პირველ რიგში ჩვენ ვერ დავიცავით ეს პროფესია…. ვერ დავიცავით საყოველთაოდ გაჟღენთილი სიძუვილისგან რომ ამ მარაზმამდე არ მივსულიყავით.

    ახლაც… ზარი ტელეფონზე… აუ ნოდარ ეს მასალა მთხოვეს უნდა მივცე… კი შენ მიეცი, შენი კოლეგაა…
    ხმა არ არის…. ხმა არ ისმის, აუ მიკროფონი გაფუჭდა, დაიცა ვთხოვ სხვებს, და მისი კონკურენტი ეხმარება ამ დროს. ეს არის ეს პროფესია, ყველაფერი ერთმანეთის გატანით და პატივისცემით იწყება”,
    – წერს ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.