"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს.
აღნიშნულის შესახებ დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა ისაუბრეს.
მათი ერთადერთი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გადაყვანაა და სანამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პოლიტიკოსები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
"მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი, ვაცხადებთ შიმშილობას", - ამბობს დავით კირკიტაძე.