BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ში ტეხასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 42 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.
ასევე ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემის ცნობით, კიდევ ათზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კიდევ ერთი ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა New York Times აღნიშნავს, რომ სან-ანტონიოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სატვირთოს მძღოლს ეძებენ, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შეგახსენებთ, არსებობს ეჭვე, რომ გარდაცვლილები მექსიკის საზღავრზე გადაპარვას აპირებდნენ. სან ანტონიო აშშ-მექსიკის საზღვრიდან დაახლოებით 250 კილომეტრში მდებარეობს.