სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "უგემოვნოდ მორთული ამხელა გამზირი გულისრევას იწვევს... ვინ გირჩიათ?!" - მაკა ჩიჩუა

    "უგემოვნოდ მორთული ამხელა გამზირი გულისრევას იწვევს... ვინ გირჩიათ?!" - მაკა ჩიჩუა
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დედაქალაქში, კერძო რუსთაველის გამზირზე მერიის მიერ მოწყობილ საახალწლო დეკორაციას აკრიტიკებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

    “ჩვენი ქვეყნის სოციალურ და ეკონომიურ სიდუხჭირეზე არაფერს ვიტყვი, ემპათია მაინც არ არსებობს და უცხოა ამ ხელისუფლებისთვის, ბავშვებს, რომლებსაც ნამცხვარი ენატრებათ, არც მათზე ვილაპარაკებ. მეგობარ ქვეყანაში რომ უდანაშაულო ხალხი იღუპება და ქართველი გმირები იქ იცავენ სიცოცხლის ფასად ჩვენს მართლაც მშვიდობას, ეგეც მიუღებელი თემაა ამ მთავრობისთვის, მაგრამ ის მაინც ხომ უნდოდათ, რომ ლამაზი და შთამბეჭდავი ყოფილიყო რუსთაველი…

    ორჯერ მოვხვდი უკვე მანდ და ამ უგემოვნო, ყველა ფორმის და ფერის განათებით გამოტენილი ამ სიგრძე გამზირი თავბრუსხვევას და გულისრევას იწვევს პირდაპირი მნიშვნელობით …ვინ გირჩიათ?!”, – წერს ჩიჩუა.

    "უგემოვნოდ მორთული ამხელა გამზირი გულისრევას იწვევს... ვინ გირჩიათ?!" - მაკა ჩიჩუა